26 янв. 2012 г.

ესე იგი ისე გამოვიდა, რომ მთლად ლიტერატურის ამბავში ვერ ვიყავი და ვერც წარმომიდგენია როგორ ვიქნებოდი მთლად ლიტერატურის ამბავში იმაზე მეტად ვიდრე ვიყავი. 11 წლის ბავშვი
და მეტისაც რამდენი წლის. მეტის შეძლება და საშუალება არ იყო მაშინ. ახლა თითქოს არის და თითქოს არც არის. ეკონომიკურ სიდუხჭირეზე ვწერ. გონებრივსაზეც.

90-იანი წლები იყო და ღამღამობით იმაზე მეტად ვუთანხმდებოდი ჩემს თავს ამბებშ ი ვიდრე ახლა ვუთანხმდები. მაგალითად ვკითხულობდი დავით აღმაშენებელს და ვუსმენდი.... აღარ ვიტყვი რას.

24 янв. 2012 г.

წიგნის ფესტივალი (2011)


შაბათს ვიყავი წიგნის ფესტივალზე. ვიყიდე წიგნები: აკა მორჩილაძის შობა ღამის ალქაჯები, ზვიად რატიანის ნეგატივი, თამთა მელაშვილის გათვლა. მაჩუქეს ნათარგმნი პოეზია, რომელიც რახან ნაჩუქარია ისე არ ფასობს.

თქვენც ხომ იყავით? ხომ გადაიღეთ ფოტოები? ნახეთ ნაცნობები? არა ზოგნი არ ყოფილხართ. მე გჩუქნით, ჩემს სამივე წიგნის ფესტივალზე ნამყოფ შთაბეჭდილებას, იქ დანახული ხალხის ნაცნობების უცნობების სიხარულს. (თუ არ გინდათ, დაბრუნება არ დაგჭირდებათ. აქ დევს და ნუ აიღებთ). რომელიც სულც არაა დიდად სევდიანი. ამიტომ სულაც ნუ შეგეშინდებათ არის კაი რაღაცები და სევდა და უცხოობაც ურევა, მორიდებაც, ოფლიც და სიგარეტის კვამლიც და ქუჩაში დაგდებული სიგარეტიც სამარცხვინოდ. ურევია აქა-იქ მოსმენილი ფრაზებიც მიკროფონებიდან. საბოლო ჯამში ყველა ფესტივალიდან, რომელზეც ნამყოფი ვარ, ბედნიერი ყველაზე მეტად პირველზე ვიყავი. სამწუხაროა რომ წლები ისე არ გავიდა…

წლევანდელ წიგნის ფესტივალზე ვიყავი ყველაზე ბებერი რაც კი ცხოვრებაში ვყოფილვარ. ყველაზე ცოტა ხანი რაც კი ვყოფილვარ . ყველაზე მარტო რაც კი ვყოფილვარ. ფული წინაზე რომ ვიყავი საერთოდ არ მქონდა.

ჩემი ფულით წიგნის ფესტივალზე აარსდროს ვყოფილვარ.

პირველად ფილარმონიაში და ამაზე ოჯახის წევრების მოცემული ფულით ვიყავი. მაშინ 2 ვიყიდე ეხლა 3 ერთი მაჩუქეს.

დიოგენეს” გამომცემლობის სტენდს ძლივს მივაგენი. ძალიან მიმზიდველი გარეგნობის გოგო იდგა მის სტენდთან. ძალიან ლამაზი თვალები ჰქონდა.

იმედი მქონდა იქ ზაზას ვნახავდი, მაგრამ არ იყო. ჩემი სტუდენტობის დროინდელი მეგობარი.

მინდოდა მეყიდა მილორად პავიჩის ”საწერი მოწყობილობების მანქანა” , მაგრამ ვერ ვიყიდე. აქეთ წამოვედი და სანამ იქამდე დავბრუნდებოდი სხვა წიგნები ვიყიდე. სჯობს წიგნები წიგნის მაღაზიაში ვიყიდო ხოლმე. მაგალითად, სხვა გამომცემლობას რომ აუვლი და მის გვერდით იყიდი წიგნ შეიძლება გული დაწყდეს .

დასანანია, რომ ფესტივალი ესე გათავდა, შეიძლებოდა ყოველდდღე მევლო. ხალხი გამეცნო. ფულიც მქონოდ და მეტი წიგნი შემეძინა.

ბევრი წიგნი გადავფურცლე. აკა მორჩილაძის დიქსლის ყიდვა მინდოდა და ფული არ მყფონიდა. სჯიბდა დიქსლი მეყიდა. ახალი იქნებოდა.

თავდ ფესტივალზე: ბევრი ხალხი რომ იყო პალიტრ ლ ის სტენდთან ყველამ იცის. იყო ზოგზე ცოტა ხალხი. სამწუხაროდ ებევრი გამომცემლობა არც დამითვალიერებია.

იქით ხალხი იჯდა.

უკვე ველოდები მომავალ ფესტივალს. რომელზეც მარტო არ წავალ.

ხოდა მერე საღამოს იყო რაგბი და იყო ფეხბურთი. ორივე იყო დიდებულირ ამ და მე ვიყავი ჩემს ფიქრებში.

საბოლოო ჯამში ამ დღიდან სულში ის მოვლენები უფრო დარჩა, რომელიც ზემორე ნაწერში არაა ნახსენები და ჩემთვის შევინახავ დანარჩენს.

პოსტისთვის მადლობას გიხდით ყველას აქ ნახსენებ წიგნს, მწერალს, გამომცემლობას და ადამაინს, ნაგულსიხმებს ყველაფერს, არ ნათქვამს ყველაფერს.

ვემდური დროის სიმცირეს და უნიჭობას.

განსაკუთრებული მადლობა 102 ნომერ მარშუტკას.

მადლობა დედას და ბებიას.

( May 30, 2011 )